მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის პროფკავშირების გენერალურ მდივანს და ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის პროფკავშირების გენერალურ მდივან ესტერ ლინჩსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, მხარეებმა, შრომის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, მინიმალურ ხელფასზე, უმუშევართა შემწეობაზე,⁠ სოციალური დიალოგისა და კოლექტიური ხელშეკრულებების კიდევ უფრო მეტად წახალისებასა და ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე იმსჯელეს.

„ევროკავშირის პროფკავშირების გენერალური მდივანმა, მინისტრს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.მხარეებმა, არსებული საკითხების გადასაწყვეტად, სამომავლოდ, მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.

შეხვედრას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამარ სურმავა და ევროკავშირის პროფკავშირების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ⁠ლორენცო რეპეტი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი