ბრიტანეთის ახალი პრემიერი საზოგადოებას - თქვენ მოგვეცით მკაფიო მანდატი და ჩვენ მას გამოვიყენებთ ცვლილებების განსახორციელებლად - ჩვენი საქმე გადაუდებელია და დღესვე ვიწყებთ

მიუხედავად იმისა, მიეცით თუ არა ხმა „ლეიბორისტებს“, პირდაპირ გეუბნებით: ჩემი მთავრობა მოგემსახურებათ თქვენ, - ამის შესახებ კეირ სტარმერმა განაცხადა, რომელმაც მოსახლეობას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად მიმართა.

„პოლიტიკა შეიძლება იყოს სიკეთის ძალა. ჩვენ ამას ვაჩვენებთ. ჩვენ შევცვალეთ "ლეიბორისტული პარტია", დავაბრუნეთ იგი ქვეყნის სამსახურში და სწორედ ასე ვმართავთ: პირველია ქვეყანა, მეორე - პარტია“, - აღნიშნა კეირ სტარმერმა.

მისი თქმით, ქვეყანას დიდი გადატვირთვა სჭირდება. სტარმერის მტკიცებით, მთავრობა ყოველდღე იბრძოლებს იმისათვის, რომ ხალხს მათი სჯეროდეს.

„ამიერიდან თქვენ გყავთ მთავრობა, რომელიც ხელმძღვანელობს მხოლოდ მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ თქვენს ინტერესებს ემსახუროს. თქვენ მოგვეცით მკაფიო მანდატი და ჩვენ მას გამოვიყენებთ ცვლილებების განსახორციელებლად. ჩვენი საქმე გადაუდებელია და დღესვე ვიწყებთ“, - აღნიშნა კეირ სტარმერმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. მეფე ჩარლზმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, კეირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დანიშნა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო