მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და უკვე მოეწყო 1 226 მეტრი, ორფენიანი ასფალტბეტონის გზის საფარი.

ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

„პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 423 063 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მარნეულის მუნიციპალიტეტის 18 სოფელშია დაგეგმილი. პროექტების ჯამური ღირებულება 9 319 859 ლარს შეადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება