Aqualia-მ ჟინვალის ჰიდროკომპლექსში გამყვანი გვირაბის გეგმური რეაბილიტაცია დაასრულა

ჯივიპის” მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia ჟინვალჰესის გამართული და სტაბილური ოპერირებისთვის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას “ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰიდროკომპლექსის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაციისთვის კომპანიამ 2.2 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელა. ჟინვალჰესის წყალგამყვანი გვირაბის სიგრძე 9 კილომეტრამდეა. გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში მოხდა გვირაბის ძირისა და კედლების მოსახვის აღდგენა და ფილტრაციული კერების აღმოფხვრა.

„ჟინვალის წყალსაცავსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე მუდმივი ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები ჟინვალის წყალგამყვან გვირაბში მიმდინარეობს, რომლის საშუალებითაც ხდება წყლის ტრანსპორტირება დედაქალაქის მიმართულებით. მსგავსი სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება, რაც გვირაბული წყალდენის ექპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნავს „ჯივიპის“ წყლის წარმოების და ენერგეტიკის დირექტორი, ბიქტორ სოლისი.

მათივე ცნობით, ჰიდროკომპლექსის სტაბილური ოპერირებისთვის 2024 წლის ბოლომდე Aqualia 7.2 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში ჟინვალის ჰიდროკომპლექსში უკვე დამონტაჟდა ევროპული სტანდარტის, 4 ერთეული HB3-C-ის ტიპის, საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჰესის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება