ფოთის მერი - ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებას ქალაქის სხვადასხვა უბანში

ფოთში, სარსანიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დაიგო 2 ფენა ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, მოეწყო სრულიად ახალი სანიაღვრე სისტემა, ასევე, ტროტუარები, გამწვანებული ზოლები. დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა და საგზაო ნიშნები, განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

როგორც მერიაში აცხადებენ, მოსახლეობის თხოვნით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, გზის ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყო ბარბაქაძის ქუჩაზეც.

„ნაბადის უბნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილში, სადაც არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ბევრი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, სრულიად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებას ქალაქის სხვადასხვა უბანში“, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება