მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდის გამო, ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ მდინარე ვერეს კალაპოტი ლამისგან, ნაშალი მასისა და მიწისგან იწმინდება. კალაპოტი უკვე გასუფთავდა ლელქაშისა და ამონაყრისგან, ასევე, მოიჭრა მდინარის ნატანისგან წარმოქმნილი კუნძულები და ნაპირზე არსებული დაზიანებული ხე-მცენარეები. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამის სამუშაოებს სპეცტექნიკის საშუალებით შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ.

„თბილსერვის ჯგუფი“ ღამის განმავლობაში მდინარის კალაპოტიდან გამოტანილი მასისა და ნარჩენების გატანას უზრუნველყოფს. აღნიშნული სამუშაოების გამო 6 ივლისს, 00:00-დან 06:00 საათამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად, იპოდრომიდან გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს