დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე - ყველა ერთი პოლიტიკური გენეტიკის ხალხია - ვინ რა დასათაურებით გამოვა საპარლამენტო არჩევნებზე, ეს ბევრ არაფერს შეცვლის

ყველა ერთი პოლიტიკური გენეტიკის ხალხია - ვინ რა დასათაურებით გამოვა საპარლამენტო არჩევნებზე, ეს ბევრ არაფერს შეცვლის, - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციური პარტიების საარჩევნო გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ხუნდაძის შეფასებით, ეს ის ოპოზიციაა, რომელსაც ქვეყნის დაზიანების გარდა, სხვა არაფერი შეუძლია და მათ საზოგადოება არჩევნებში მხარს არ დაუჭერს.

„ახლებმა ძველები წარმოადგინეს, მაგრამ “ახალი“ დაირქვეს. “ლელოს“ ამ შემადგენლობით აქვს მოლოდინი, რომ ლელოს გაიტანს. “დროას“ არ ეყოფა დრო იმისთვის, რომ შედეგზე გავიდეს. “გირჩიც“ ორ გირჩად გაყოფილი დარჩება - მათ არა თუ საქვეყნო საქმეების ერთად გადაწყვეტა, ერთმანეთთან საუბარიც არ შეუძლიათ.

ესენი ერთი პოლიტიკური გენეტიკის ხალხია, რომელთაც მხოლოდ ზიანების მოტანა შეუძლიათ - სიკეთეს ქვეყანას ვერ მოუტანენ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს