თინა ხიდაშელი - ახლა გურამ კაშიამ რაც არ უნდა თქვას, არასოდეს არ დამავიწყდება ის გურამ კაშია, რომელიც „ათრია“ ხელისუფლებამ, მისმა მომხრეებმა სამკლავურის გამო და როგორ ვაჟკაცურად იდგა თანასწორობის სადარაჯოზე

ახლა გურამ კაშიამ რაც არ უნდა თქვას, არასოდეს არ დამავიწყდება ის გურამ კაშია, რომელიც „ათრია“ ხელისუფლებამ, მისმა მომხრეებმა იმ სამკლავურის გამო და როგორ ვაჟკაცურად იდგა თანასწორობის სადარაჯოზე, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ისაუბრა.

ხიდაშელის აზრით, დაუშვებელია, ერთ დღეს ფეხბურთის ნაკრების წევრებს აღმერთებდე და მეორე დღეს მადლობის გამო აკრიტიკებდე. მისი განმარტებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული მსგავსი პოსტები განსაკუთრებით უხერხულია საზოგადოების იმ ნაწილისგან, რომელსაც ახლა აღმოაჩნდა ის სამოქალაქო პოზიცია, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში არ ჰქონია.

„გასაგებია, რომ მე ძალიან მინდა, ყველა ქართველი ფეხბურთელი იყოს შოთა ან აჩი არველაძე, ყველა ქართველი საერთოდ ამ ქვეყანაში, ყველა სპორტსმენი იყოს ისეთი მოქალაქე, როგორებიც არიან აჩი და შოთა არველაძეები, მაგრამ არ არის ეს პირველადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ან ერთადერთი განმსაზღვრელი, როდესაც იმ საქმეს და ისე აკეთებ, როგორც საქართველოს ნაკრებმა ახლა გაუკეთა ქვეყანას. ახლა გურამ კაშიამ რაც არ უნდა თქვას, არასოდეს არ დამავიწყდება ის გურამ კაშია, რომელიც „ათრია“ ხელისუფლებამ, მისმა მომხრეებმა, მთელმა შავ-ბნელმა საქართველომ იმ სამკლავურის გამო და როგორ ვაჟკაცურად იდგა თანასწორობის სადარაჯოზე. ამიტომ, არ შეიძლება ასე, ეს რა უბედურება გვჭირს. იქნებ, ცოტა სხვა მხრიდანაც შევხედოთ ამ ვითარებას, ის სპექტრი საზოგადოების, რომელიც დღეს დგას და აკრიტიკებს ფეხბურთელებს, რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს ამ პატარა ასაკში... გავიგეთ, რომ ყველანი უცებ, დილით ვიღვიძებთ, გმირები ვართ და სხვებისგანაც გმირობას მოვითხოვთ, ცოტა უხერხულია, განსაკუთრებით ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილისგან, რომელსაც ახლა აღმოაჩნდა იმ ტიპის სამოქალაქო პოზიცია, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში არ ჰქონია და აჰყვა მოდას, რომ ვიღაცამ დაწერა და თვითონაც უნდა დაწეროს აუცილებლად. ხვიჩა კვარაცხელიაზე რაც ხდებოდა, ხომ გვახსოვს ყველას - სულ რამდენიმე კვირის წინ იყო კიდევ ერთი მორიგი გამოვლინება ამ რაღაც კატასტროფის, რომ რაღაც სტანდარტს მოიგონებ და მერე გაქვს მოთხოვნილება, ყველამ ამ სტანდარტით იცხოვროს. ძალიან გაოგნებული ვარ ამით.

ყველა ვიყავით აღფრთოვანებულები, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები აქციების დროს პოსტავდნენ და ხვალ და ზეგაც ასე იქნება, თუ ეს პროცესები ისევ გაგრძელდება. მე არა მგონია, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ეტრფოდნენ იმას, რომ ირანში უნდათ თამაში, ყველას უნდა „სერია ა“-ში, „ლა ლიგაში“, "პრემიერ ლიგაში“ და ა.შ. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რაც უნდათ შესაბამისად“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს