ლანა გალდავა - მოქმედმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ საქართველოს თანდათან აშორებს ნამდვილ მეგობრებს

მოქმედმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ საქართველოს თანდათან აშორებს ნამდვილ მეგობრებს, - ასე ეხმაურება პარტია „ლელოს“ წევრი ლანა გალდავა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებას.

როგორც გალდავა სოციალური ქსელში წერს, საქართველო იქცა გაშვებული შესაძლებლობების ქვეყნად.

„ქვეყანა მაშინ არის მშვიდობიანი, ძლიერი და დაცული, როდესაც ჰყავს ძლიერი პარტნიორები და ძლიერი მოკავშირეები. საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას, მყიფე უსაფრთხოებითი გარემოთი და მზარდი გამოწვევებით, ასევე რომელსაც ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, ეგზისტენციალურად სჭირდება ძლიერი პარტნიორი ქვეყნების მყარი და სისტემური მხარდაჭერა. მოქმედმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ საქართველოს თანდათან აშორებს ნამდვილ მეგობრებს, რომლებსაც ათეულობით წელია ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეაქვთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის, ჩვენი ქვეყნისთვის თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდის, ოკუპირებულ რეგიონებში ჩვენი თანამოქალაქეების ჰუმანიტარული მდგომარეობის გამოსწორების, საოკუპაციო-გამყოფ ხაზებთან მაცხოვრებლების დაცვის, მათი პრობლემების საერთაშორისო დღის წესრიგში დასმის საკითხებში და არა მხოლოდ…

დიახ, მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის გარანტიაა მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი”, რომელიც შეფასებულია ,,აშშ-საქართველოს ერთგულების სიმბოლოდ”, რაც აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის და მზადყოფნის გაუმჯობესებას, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას, ქართველი ჯარისკაცების პროფესიულ ზრდას, გამოცდილების გაზიარებასა და ქვეყნის დადებითი საერთაშორისო იმიჯის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

სამწუხაროდ, დღეს, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი” განუსაზღვრელი ვადით გადაიდო აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის გამო.

უკიდურესად შემაშფოთებელი, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი და საქართველოს ხელისუფლებისთვის სამარცხვინოა ის მიზეზები, რაც ჩამოთვლილია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

და ბოლოს, იხშობა ყველაზე ძლიერ სამხედრო პარტნიორ ქვეყანასთან ის გზა, რომელსაც საქართველო მიჰყავდა თავდაცვისუნარიანობისა და ეროვნული მედეგობის გაძლიერებისკენ. საქართველო იქცა გაშვებული შესაძლებლობების ქვეყნად!“ - წერს ლანა გალდავა.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, რის ფარგლებშიც სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო