ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Press TV ქვეყნის საარჩევნო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დათვლილი 30,5 მილიონი ხმიდან, პეზეშკიანმა 16,3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, რეჟიმის მხარდამჭერმა და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა, საიდ ჯალილმა 13,5 მილიონზე მეტი.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 49,8% შეადგინა.

შეგახსენებთ, ირანში საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა. მეორე ტური მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველ ტურში, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა მხოლოდ 40% იყო, უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება