გიორგი თავდგირიძე - ხელისუფლებამ  საქართველო მხარდაჭერის, ყველაზე ძლიერი სამხედრო მოკავშირის გარეშე დატოვა და ამით საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას

საგანგაშოა, აშშ - ს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება, სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნებამ“ თავისი უგუნური პოლიტიკით, საქართველო ყველაზე ძლიერი სამხედრო მოკავშირის გარეშე დატოვა და ამით დიდი საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ „ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ ლიდერმა გიორგი თავდგირიძემ განაცხადა.

საქართველო-აშშ-ს ერთობლივ სამხედრო სწავლებას ხანგრძლივი ისტორია აქვს, ის იყო აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირება, საქართველოს მშვიდობის მყარი გარანტია.

„ქართული ოცნება“ თავისი უგუნური პოლიტიკით ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას და მშვიდობას, ქვეყანას ტოვებს მხარდაჭერის გარეშე. აშშ-ს მიერ სამხედრო თანამშრომლობის გადატვირთვაზე საუბარი და ერთობლივ სწავლებაზე უარის თქმა, პირდაპირ მაჩვენებელია, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველო ყველაზე ძლიერი სამხედრო მოკავშირის გარეშე დატოვა”, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე, რომლის კომენტარსაც „ევროპულ-დემოკრატიული ერთობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს