სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის ცხედარი გორის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის ცხედარი ცოტა ხნის წინ ღვთისმშობლის შობის სახელობის გორის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულის ახლობლები, მეგობრები, თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები და მოქალაქეები იმყოფებიან.

დაღუპულ პილოტს სამხედრო პატივით გორში დღეს დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25 ტიპის საფრენმა აპარატმა კატასტროფა გეგმური სწავლების დროს, 2 ივლისს განიცადა. კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.

შემთხვევის ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შემდგომ, დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება