ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთო-ს რეზოლუციაზე - სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ ევროსტრუქტურების მხრიდან ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა და საერთაშორისო ინსტიტუტების დეგრადაცია

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაციის შესახებ კომენტარი გააკეთა, რომელიც რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას მოუწოდებს.

„სამხრეთ ოსეთმა რეალობას მოწყვეტილი მიკერძოებული დოკუმენტების განხილვის დესტრუქციულობის შესახებ თავისი პოზიცია არაერთხელ გამოხატა“, - განაცხადეს ე.წ. საგარეო უწყებაში.

ე.წ. საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მსგავსი დოკუმენტების მიღება ხდება.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ ევროსტრუქტურების მხრიდან ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა და საერთაშორისო ინსტიტუტების დეგრადაცია“, - აღნიშნეს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება