ვლადიმერ პუტინმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და თეირანთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა

ვლადიმერ პუტინმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა, - რუსეთის პრეზიდენტის განცხადება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვლადიმერ პუტინმა თეირანთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.

„იმედი მაქვს, რომ თქვენი, როგორც პრეზიდენტის საქმიანობა ჩვენი მეგობარი ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ხელს შეუწყობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება