ნიკოლ ფაშინიანმა მასუდ პეზეშკიანს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ნიკოლ ფაშინიანმა მასუდ პეზეშკიანს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - ნიკოლ ფაშინიანის წერილს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით, სომხეთის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის მიღწეული შეთანხმებები განხორციელდება და სომეხი და ირანელი მეგობარი ხალხების კეთილდღეობისთვის უამრავ ახალ პროგრამას დავიწყებთ“, - ნათქვამია წერილში.

ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, რომ სომხეთსა და ირანს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ისე რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობის კონტექსტში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება