ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, აშშ-ს საელჩოსთან ერთად ოჯახურ პიკნიკს მასპინძლობს, რომელიც აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იმართება

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, აშშ-ს საელჩოსთან ერთად ოჯახურ პიკნიკს მასპინძლობს, რომელიც აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იმართება.

ღონისძიებაზე 2000-ზე მეტი სტუმარია, რომელსაც აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი და AmCham-ის პრეზიდენტი ირაკლი ბაიდაშვილი დახვდნენ.

„ძალიან დიდი მადლობა ღონისძიებაზე მობრძანებისთვის, რომელსაც ამერიკის სავაჭრო პალატა მასპინძლობს. აქ ვინც იმყოფება, ყველას კავშირი აქვს ამერიკასთან, საქართველოსთან და მათ იციან, თუ რას ვზეიმობთ დღეს, ვზეიმობთ დამოუკიდებლობას და ძლიერ პარტნიორობას. ვულოცავ ყველას პარტნიორობის დღეს“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.

AmCham georgia და აშშ-ს საელჩო დამოუკიდებლობის დღის გარდა, მეგობარ ქვეყნებთან პარტნიორობასაც აღნიშნავს.

„მიმაჩნია, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა. უნიკალურია ის პრინციპები, რაზეც ამერიკის სახელმწიფო შეიქმნა. ეს არ იყო ტერიტორიული და რელიგიური გაერთიანება, პილიგრიმები იქ მიდიოდნენ იდეისათვის. სწორედ იდეის გარშემო შეიქმნა სახელმწიფო, რომელმაც მსოფლიოს ისტორიაში ბევრი რამ შეცვალა“, -განაცხადა ირაკლი ბაიდაშვილმა.

ცნობისთვის, AmCham georgia 260-ზე მეტ ქართულ, ამერიკულ და საერთაშორისო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც აშშ-საქართველოს საქმიანი და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე მუშაობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება