მუსლიმები ჰიჯრას - ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუსლიმებს ჰიჯრას - ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისს ულოცავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, დღეს მუსლიმები აღნიშნავენ წინასწარმეტყველ მუჰამადის მექიდან მედინაში გადასახლებას - ჰიჯრას (622 წელი), მას შემდეგ, რაც მუჰამადმა დაკარგა თავისი ტომის მფარველობა და მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.

„ჰიჯრა - ახალი მუსლიმური წელთაღრიცხვის დასაწყისია მთვარის კალენდრის მიხედვით. ჰიჯრამ გადამწყვეტი როლი შეარულა ისლამის ფორმირებისა და გავრცელების, ახლად აღმოცენებული ცენტრალიზებული სახელმწიფოს იდეოლოგიად გადაქცევის საქმეში. ამ მოვლენასთან დაკავშირებულია მუსლიმური, მთვარის კალენდრის დასაწყისი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მუსლიმებს ამ დღესასწაულს და უსურვებს წარმატებებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება