ISW - ვიქტორ ორბანი ცდილობს, დასავლეთის ყურადღება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადაიტანოს და ამ გზით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შეარყიოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინაში ომის დასასრულებლად თავისი თავის პოტენციურ შუამავლად პოზიციონირებას აგრძელებს, რითაც, სავარაუდოდ, ცდილობს, დასავლეთის ყურადღების გადატანას შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რათა უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერა შეარყიოს, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ანგარიშშია აღნიშნული.

“უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინაში ომის დასასრულებლად თავისი თავის პოტენციურ შუამავლად პოზიციონირებას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უარს აცხადებს შუამავლობაზე ან სერიოზულ მოლაპარაკებებზე. ორბანი, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს, დასავლეთის ყურადღება შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადაიტანოს, რაც უკრაინის მიმართ ევროპის მხარდხაჭერის შერყევის ძალისხმევის ნაწილია“, - აცხადებენ ორგანიზაციის ანალიტიკოსები.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტარ გლავჩევი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ბულგარეთის შუამავლობის შეთავაზებით გამოვიდა. გარდა ამისა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა 6 ივლისს უკრაინას მოუწოდა, გააფართოვოს და დააჩქაროს მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, რათა თავიდან აიცილოს „პოლარიზაციის გაღრმავება“ და „პრიორიტეტი დიპლომატიას მიანიჭოს“.

„ორბანის და სხვების მოწოდებები მოლაპარაკებებზე და უკრაინის სამშვიდობო ფორმულა განსხვავებული ძალისხმევებია განსხვავებული მიზნებით და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აჩვენა, რომ ის არ არის დაინტერესებული არანაირი შეთანხმებით, უკრაინის კაპიტულაციის გარეშე“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

ამასთან, „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ ხაზს უსვამს, რომ უკრაინის შესაძლებლობა, გააგრძელოს საკუთარი სამშვიდობო პროცესი დამოკიდებულია მის უნარზე გაათავისუფლოს ოპერატიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ამავდროულად, უკრაინა ვერ შეძლებს წარმატებული კონტრშეტევითი მოქმედებების განხორციელებას ამ მიზნის მხარდასაჭერად უახლოეს და საშუალოვადიან პერიოდში დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერის გარეშე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება