უწყებათაშორისი სწავლება - „პარტნიორი-2024“ იწყება

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, 8-12 ივლისს ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში უწყებათაშორისი სწავლება - „პარტნიორი-2024“ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწას.

„სწავლება კრიზისული სიტუაციების სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართება.

ადგილობრივ მოსახლეობას ვაცნობებთ, რომ სწავლების მოსამზადებელი სავარჯიშოები 8 ივლისს ორივე ლოკაციაზე გაიმართება. გენერალური რეპეტიცია დაგეგმილია 9 ივლისს ხელვაჩაურში, ხოლო 10 ივლისს - თეთრიწყაროში. წვრთნების დასკვნითი ნაწილი ჩატარდება 10 ივლისს ხელვაჩაურში, ხოლო 11 ივლისს - თეთრიწყაროში.

„პარტნიორი-2024“-ში მონაწილეობენ თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების, სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. წვრთნებში, ასევე, ჩართულია შინაგან საქმეთა, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები. უწყებათაშორისი სწავლების მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება