რომის პაპი - აშკარაა, რომ დღევანდელ მსოფლიოში დემოკრატია ჯანსაღ მდგომარეობაში არ არის

რომის პაპი ფრანცისკე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, თავი აარიდონ პოპულიზმს და სანაცვლოდ ერთად იმუშაონ ძლიერი საზოგადოებების შესაქმნელად და ამომრჩეველთა აპათიის დასაძლევად.

მისი თქმით, ”აშკარაა, რომ დღევანდელ მსოფლიოში დემოკრატია ჯანსაღ მდგომარეობაში არ არის“.

„მოდით, ნუ მოგვატყუებს მარტივი გადაწყვეტილებები. მოდით, სანაცვლოდ თავდაუზოგავები ვიყოთ საერთო სიკეთისთვის", - განაცხადა პაპმა და პოლიტიკური კორუფციითა და უკანონობით გამოწვეულ ზიანზე ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბავშვებს ასწავლონ დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა, რომ - „გულგრილობა დემოკრატიის კიბოა“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება