მარინ ლე პენი - ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის განცხადებით, მისი პარტიის გამარჯვება მხოლოდ გადაიდო.

"ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო. ხვალინდელი გამარჯვების თესლს დღევანდელ შედეგში ვხედავ“, - აღნიშნა მარინ ლე პენმა.

შეგახსენებთ, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი - „ახალი სახალხო ფრონტი“ იკავებს. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი, მესამეზე კი - ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. ამასთან, ეგზიტპოლების თანახმად, გამარჯვების მიუხედავად, „ახალმა სახალხო ფრონტმა“ ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა ვერ მოიპოვა. არჩევნების პირველ ტურში „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვების შემდეგ, 200-ზე მეტმა მემარცხენე და ცენტრისტმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა - ეს იყო ტაქტიკური ნაბიჯი იმ მიზნით, რომ „ეროვნული გაერთიანების“ წინააღმდეგ ხმები ერთი კანდიდატის სასარგებლოდ მიემართათ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება