დონალდ ტუსკი საფრანგეთის არჩევნებზე  - პარიზში- ენთუზიაზმი, მოსკოვში - იმედგაცრუება, კიევში - შვება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო შედეგებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის იმედგაცრუება მოსკოვისთვის და შვება - კიევისთვის.

„პარიზში- ენთუზიაზმი, მოსკოვში - იმედგაცრუება, კიევში - შვება. საკმარისია იმისთვის, რომ ვარშავაში ბედნიერი იყო", - წერს ტუსკი სოციალურ ქსელ X-ზე.

ცნობისთვის, ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების ლიდერმა, მარინ ლე პენმა პირობა დადო, რომ მისი პარტიის პრემიერ-მინისტრი ხელს შეუშლიდა კიევს საფრანგეთის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოეყენებინა.

შეგახსენებთ, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი, მესამეზე კი - ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს