ბაზისბანკის და დეველოპერული კომპანია „არსენალი რეზიდენსის“ სპეციალური შეთავაზებები

ბაზისბანკი და დეველოპერული კომპანია „არსენალი რეზიდენსი“ ავლაბარში, სამებასთან მდებარე გამორჩეულ მულტიფუნქციურ უბანში ბინის შეძენის მსურველებს სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს.

„არსენალი რეზიდენსი“ მოიცავს 4 დამოუკიდებელ საცხოვრებელ ბლოკს, საოფისე და კომერციულ სივრცეებს, რომლის მშენებლობაც 2023 წლის იანვარში დაიწყო და აქტიურ ფაზაშია. A და B ბლოკების მშნებლობა 2024 წლის დეკემბერში სრულდება და მობინადრეები მომავალი წლიდან სარემონტო სამუშაოების დაწყებას შეძლებენ.

ბაზისბანკის იპოთეკური სესხით ბინის შეძენის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 10,000 ლარიდან - 40,000 ლარამდე ფასდაკლება 1, 2 ან 3 საძინებლიან ბინებზე.

ბაზისბანკში იპოთეკური სესხი გაიცემა 10.5%-დან, ეფექტური 12.29%-დან. ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.

“არსენალი რეზიდენსი” გამორჩეული საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია, რომელიც თავისი არქიტექტურით და ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ავთენტური, მშვიდი და ამავე დროს დინამიური გარემოთი აუცილებლად მიიზიდავს მათ, ვინც ბინას მხოლოდ ფიზიკური მახასიათებლების გამო არ ირჩევს. “არსენალი რეზიდენსს” ირჩევენ ადამიანები, რომელთათვის მნიშვნელოვანია ემოციები, რომელსაც საცხოვრებელი გარემო ქმნის.

კომპლექსში გათვალისწინებულია საცურაო აუზი, სპა და ფიტნეს სივრცეები, 500 ავტომობილზე გათვლილი ორდონიანი მიწისქვეშა პარკინგი. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება კაფე, რესტორანი, სუპერმარკეტი, აფთიაქი და ბანკი, რაც მობინადრეებს შესაძლებლობას მისცემს ტერიტორიის დატოვების გარეშე მიიღონ სასურველი სერვისი.

გააკეთეთ საუკეთესო არჩევანი, შეიძინეთ ბინა ბაზისბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხით მინიმუმ 15% თანამონაწილეობით, მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონების უზრუნველყოფით და მიიღეთ საუკეთესო შეთავაზებები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიტოვეთ საკონტაქტო ან დაგვირეკეთ *9292

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის