გიორგი გაბიტაშვილი - აუცილებელია დაზარალებულთან სწორი და დროული კომუნიკაცია

პროკურატურის როლი დაზარალებულის უფლებების რეალიზების ხელშეწყობის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია, აუცილებელია დაზარალებულთან სწორი და დროული კომუნიკაცია - ამ მიმართულებით უწყებას აქვს გარკვეული გამოწვევები, რომელთა საპასუხოდ აუცილებელია ქმედითი პოლიტიკის გატარება, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების პარალელურად, პროკურორის საზრუნავს წარმოადგენს დაზარალებულთა უფლებების დაცვა და სამართალწარმოების პროცესში მათი სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფა.

გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებთან გასაუბრებისას დაზარალებულთან კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მნიშვნელოვანია შემუშავდეს დაზარალებულთან კომუნიკაციის სტრატეგია: როგორ ვხედავთ პროკურატურის როლს დაზარალებულთან კომუნიკაციის პროცესში სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, რა მიდგომებს ვეყრდნობით, როგორ ვითვალისწინებთ დაზარალებულის პოზიციას ცალკეული გადაწყვეტილების მიღებისას, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მას ჩვენთან ურთიერთობის დროს“ - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

მისი თქმით, საჭიროა, ცალკეული კატეგორიის დანაშაულებზე სავალდებულო გახდეს მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვა, მაგალითად, სქესობრივი ძალადობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულები და სხვა.

საპროკურორო საბჭო „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან გასაუბრებას მართავს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გასაუბრების პროცესი ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს