გიორგი გაბიტაშვილი - არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულება უნდა დარჩეს პრიორიტეტულ მიმართულებად

არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულება უნდა დარჩეს პრიორიტეტულ მიმართულებად, თუმცა, პროგრესის შენარჩუნებასთან ერთად აუცილებელია თანაბარი ყურადღების გამახვილება როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებზე, ასევე, მოწმე და დაზარალებულ ბავშვებზე, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში, იმ არასრულწლოვანთა რაოდენობა, რომელთა მიმართ გამოყენებულია დევნის ალტერნატიული მექანიზმები, ჭარბობს დევნა დაწყებული არასრულწლოვანების რაოდენობას. გენერალური პროკურორობის კანდიდატმა აქვე აღნიშნა, რომ აუცილებელია, სამომავლოდ ჩატარდეს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რეციდივის კვლევა, რაც უწყებას შესაძლებლობას მისცემს შეაფასოს დანაშაულის ჩამდენი ბავშვების მიმართ გატარებული პოლიტიკის ეფექტიანობა.

გიორგი გაბიტაშვილმა პრიორიტეტულ მიმართულებად ასევე მსხვერპლი და მოწმე ბავშვების დაცვა დაასახელა, მათ შორის, სქესობრივი ძალადობისა და ექსპლუატაციისგან. როგორ მან აღნიშნა, ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, მზარდია მათ მიმართ სოციალური ქსელის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულები. მისივე თქმით, აუცილებელია გაძლიერდეს მსგავსი ფაქტების ანალიზი და შენარჩუნდეს მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა.

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა ბავშვთა მიმართ სქესობრივ დანაშაულებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, ხელს შეუწყობს ამ დანაშაულის ლატენტურობის შემცირებას. გიორგი გაბიტაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ჩართულობით აქტიური საინფორმაციო კამპანია იგეგმება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს