საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზ „ტონუსის“ მოცურავეებმა ლიეტუვას ღია ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდის წევრებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, საცურაო აუზ „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსის“ მოცურავეთა გუნდის წევრებმა, საქართველოს კადეტთა ნაკრების შემადგენლობაში, 2008 წლის ჩათვლით დაბადებულ სპორტსმენთა შორის ასაკობრივ ჯგუფებში, ლიეტუვას ღია ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს.

„ტონუსის“ მოცურავეებმა: 2009 წელს დაბადებულმა აკაკი მღებრიშვილმა 200-მეტრიან დისტანციაზე ბრასით ცურვაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო სალი შარბაევამ თავისუფალი სტილით ცურვაში 200 და 400-მეტრიან დისტანციებზე - ორი ვერცხლის მედალი.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეები საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ტურნირსა და შეჯიბრზე წარმატებებს აღწევენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება