ბათუმში „გლობალ ავტო იმპორტის“ ფილიალი გაიხსნა

6 ივლისს, 16:00 საათზე, ბათუმში, ჭავჭავაძის N55-ში „გლობალ ავტო იმპორტის“ ფილიალი საზეიმოდ გაიხსნა.

ეს არის სივრცე, სადაც ავტომობილის შეძენის ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მაღალი დონის კონსულტაცია, შეარჩიოს და შეიძინოს სასურველი ავტომობილი მსოფლიოს უმსხვილეს ავტოაუქციონებზე.

,,ჩვენთვის დიდი პატივია ფილიალის გახსნა ბათუმში და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ახალი სივრცე ძალიან მოგეწონებათ, ხშირად ესტუმრებით და ჩვენი სერვისებით ისარგებლებთ”, – ლაშა ხურციძე, გლობალ ავტო იმპორტის ბაზარზე განვითარების დირექტორი.

გლობალ ავტო იმპორტის მარტივი, გამართული და ოპტიმიზირებული ლოგისტიკის მეშვეობით, მომხმარებლებსა და უცხოურ ბაზრებს შორის არ არსებობს დამატებითი საშუამავლო რგოლები, რაც განაპირობებს მინიმალურ, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით დაბალ, საბოლოო ფასს.

ავტომობილების დისტანციურად შემოწმების შესაძლებლობა კომპანიის კვალიფიციური თანამშრომლების მიერ, პრაქტიკულად გამორიცხავს სხვადასხვა ტიპის რისკ-ფაქტორებს.

,,მაქვს პატივი წარმოვადგინო გლობალ ავტო იმპორტი ბათუმში. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გავუწიოთ კეთილსინდისიერი და ღირსეული მომსახურება. შევარჩევინოთ საჭირო ავტომობილი, შევთავაზოთ სხვადასხვა პროდუქტი, როგორიცაა ლიზინგი, ავტომობილის დაზღვევა, ავტო სერვისი და ა.შ’’, - ქეთი ინასარიძე, გლობალ ავტო იმპორტის ბათუმის ფილიალის მენეჯერი.

გლობალ ავტო იმპორტი 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც-ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან.

დაარსების დღიდან, გლობალ ავტო იმპორტი ხარისხიან და კეთილსინდისიერ მომსახურებას უწევს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ავტომობილის შეძენა სურს. კომპანიის მზარდი გუნდის თითოეული წევრი ის საიმედო და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანია, ვისაც ავტომობილის შერჩევას, შეძენასა და ტრანსპორტირებას ანდობთ.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს