კახა კალაძე აშშ-ზე - საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი, არავის მივცემთ უფლებას, ხელისუფლებას რაღაც უბრძანოს - თანამშრომლობა, მეგობრობა ორმხრივი უნდა იყოს და ველოდებით, რომ ეს მიდგომები შეცვლილი იქნება

ცხადია ცუდია, რომ [სწავლების “ღირსეული პარტნიორი 2024“-ის”] გადადება მოხდა - ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს, ცალმხრივი ვერ იქნება აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ველოდებით, რომ ეს მიდგომები და დამოკიდებულებები შეცვლილი იქნება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის მტკიცებით, ვერავინ მოიყვანს მაგალითს იმისას, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის შეცვლილი.

“ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს. ეს არის ფარისევლობა, არანაირი არგუმენტები არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კურსი არის შეცვლილი. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ნახავთ და ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არადემოკრატიული და არაევროპული ნაბიჯები გადადგა. 2012 წლიდან ხელშესახები წინსვლა გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს ყველაფერი გაკეთებულია “ქართული ოცნების” მიერ.

ჩვენ არაერთხელ ვთქვით და გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი, შეუძლებელია. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და სისხლი დაღვარეს. არავის მიეცემა იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ რაღაც უბრძანოს საქართველოს ხელისუფლებას და გადაადგმევინოს ისეთი ნაბიჯი, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ პრობლემური იქნება საქართველოს სახელმწიფოსთვის. ასევე, ჩვენი მოსახლეობისთვის პრობლემური იქნება. ჩვენ ასეთ ნაბიჯებს არ გადავდგამთ. გვახსოვს, იგივე სანქციებთან დაკავშირებით მოწოდებები, მეორე ფრონტთან დაკავშირებით, ასევე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებული მოწოდებები, არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები გაღრმავდეს, მოხდეს გადატვირთვა და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს თანამშრომლობა”, - განაცხადა კახაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადაიდო. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების განმარტებით, აშშ-ის გადაწყვეტილება დასანანია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. „სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება