მამუკა მდინარაძე - როცა „ფრანკლინის კლუბის“ ხელმძღვანელი ამბობს, ოპოზიციის საქმე უკვე გავაკეთეთო, უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს იმისას, რომ „ფრანკლინის კლუბი“ გარე დავალებებით და ოპოზიციის მხარდამხარ მოქმედებდა ყოველთვის

როდესაც „ფრანკლინის კლუბის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩვენ ოპოზიციის საქმე უკვე გავაკეთეთო, ეს ფაქტებით დადასტურებაზე ზემოდან, ურყევ, უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს იმისას, რომ „ფრანკლინის კლუბი“ საქართველოში გარე დავალებებით და ოპოზიციის მხარდამხარ მოქმედებდა ყოველთვის. ეს საბოლოოდ დადასტურდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც იმავეზე მმართველი პარტია საუბრობდა, ამას აგრესიული რეაქცია ახლდა ოპონენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

„ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ხოლმე იმაზე, რომ „ფრანკლინის კლუბი“, სხვადასხვა მსგავსი დაჯგუფებები, დატრენინგებული ადამიანები, პირდაპირ ოპოზიციის და ამავდროულად, გარე დავალებებით მოქმედებენ, ამას ძალიან ცუდი და აგრესიული რეაქციით ხვდებიან ხოლმე ჩვენი ოპონენტები, NGO სექტორის რიგი წარმომადგენლები, განსაკუთრებით, მიმდინარე NGO-ების წარმომადგენლები. მაგრამ ყველა ჯერზე ეს დასტურდება არა მხოლოდ ფაქტებით, რომელიც ჩვენს მხარეს არის ყოველთვის, რატომღაც, არამედ თავიანთი წამოცდენებით და აღიარებით. როდესაც „ფრანკლინის კლუბის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩვენ ოპოზიციის საქმე უკვე გავაკეთეთო, ეს ფაქტებით დადასტურებაზე ზემოდან, ურყევ, უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს იმისას, რომ „ფრანკლინის კლუბი“ საქართველოში გარე დავალებებით და ოპოზიციის მხარდამხარ მოქმედებდა ყოველთვის. ეს საბოლოოდ დადასტურდა.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება