რუსთავში, Oxygen/Fest-ი ჯგუფ REGGAEON-ისა და MURO-ს კონცერტით დასრულდა

რუსთავში, „ოქსიგენ ფესტის“ (Oxygen/Fest) მთავარი მუსიკალური დღეები, ჯგუფ „რეგიონის“ კონცერტითა და „MURO“-ს პერფორმანსით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ფესტივალი 1 ივნისს ,,ფიშ ფესტით გაიხსნა”. ,,Oxsygen Fest”-ის სივრცე ტრადიციულად რუსთავის პარკში ისტორიული ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტბის პირზე იყო მოწყობილი.

საფესტივალო სივრცე ,,ფიშ ფესტის” პარალელურად, ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფებსა და შემსრულებლებს მასპინძლობდა. მთავარი მუსიკალური დღეები კი დანიურმა ჯგუფმა Outlandish - მა და KORDZ-მა 5 ივლისს გახსნეს, 6 ივლისს კი ,,შერეკილებისა” და სტეფანეს კონცერტი ჩატარდა.

,,ოქსიგენის ყოველი ახალი წელი, ახალი კარი, სიახლეებითაა სავსე. გვახარებს ის, რომ ფესტივალი საერთაშორისო გახდა, რაც მთავარია, დამსწრეთა რაოდენობა წლიდან წლამდე ასმაგად მატულობს. ,,ოქსიგენის“ სახით, ჩვენს ქალაქს ისეთი სავიზიტო ბარათი გაუჩნდა, რომ მასპინძლობის კარი უფრო ფართოდ გაიღო. ჩემი აზრით, ეს ის პლატფორმაა, რომელიც დიდ სიამაყეს მოგვიტანს და რაც მთავარია, ის ბედნიერება, რომელიც გულწრფელია მსმენელსა და შემსრულებელს შორის, აქ აშკარად იგრძნობა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ,,ოქსიგენს“ დაესწრო“, - განაცხადა ფესტივალ „ოქსიგენის“ ,,დამფუძნებელმა, მუსიკოსმა ლაშა ნოზაძემ.

მათივე ცნობით, Oxygen / Fest Space-ის კარი, ყოველდღე 18:00 საათიდან იხსნებოდა, სადაც მოწყობილი იყო დასასვენებელი, კვების, ლუდის სივრცეები და ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

„ოქსიგენი” რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა. საფესტივალო სივრცე, რუსთავის პარკში ტრადიციულად ცენტრალურ პარკში ტბის პირზე ისტორიული რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო მოწყობილი.

"ოქსიგენ ფესტი" რუსთავის მერიის და ,,ოქსიგენის“ ორგანიზებით უკვე მესამედ ჩატარდა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო