საკუთარ ბიზნესზე ფიქრობ? - მიზნის მიღწევაში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა დაგეხმარება

Microsoft-ის მიერ გავრცელებული სტატისტკის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად 50 მილიონზე მეტი სტარტაპი იქმნება. თუმცა მათი მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს ხანგრძლივ წარმატებას. საკუთარი სტარპატის შესაქმნელად, რომელიც მოგვიანებით დიდ ბიზნესად შეიძლება იქცეს, იდეის გარდა შესაბამისი ცოდნაც საჭიროა. ამ შემთხვევაში შეძლებს სტარტაპერი მდგრად განვითარებას.

საკუთარი ბიზნესის დაწყებასა და სტარტაპის შექმნაში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა დაგეხმარებათ. ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა დღეს საქართველოში არაერთ უნივერსიტეტში ისწავლება, მაგრამ მათ შორის გამორჩეულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის შეთავაზება, რადგან ის ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობას იძლევა. მენეჯმენტის პროგრამა სტუდენტებს აძლევს ისეთ უნარებს, როგორიცაა: პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა, კრიტიკული აზროვნება, ლიდერობა, სხვადასხვა ტიპისა, ინტერესების მქონე ადამიანებთან მარტივი კომუნიკაცია.

პროგრამის თითოეულ სტუდენტს შეუძლია სწავლის ბოლო ერთი წელი საზღვარგარეთ, პარტნიორ უნივერსიტეტში გაატაროს და მიიღოს საერთაშორისოდ აკრედიტებული დიპლომი მენეჯმენტში. პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის არიან: ვიურცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ბრაგანჩას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და პრაღის ნიუ იორკის უნივერსიტეტი. პარალელურად, მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტებს შეეძლებათ გაცვლითი პროგრამის საშუალებით სრული დაფინანსებით წავიდნენ გერმანიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ბულგარეთის და სლოვენიის უნივერსიტეტებში. ისინი იღებენ სრულ დაფინანსებას საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსებზე, ტრენინგებსა და გადამზადების პროგრამებზე მსხვილი საერთაშორისო პარტნიორებისგან.

მენეჯმენტის პროგრამაზე ისწავლება ეკონომიკის პრინციპები, მარკეტინგის საფუძვლები, ოპერაციათა მენეჯმენტი, მენეჯერული აღრიცხვა, ფინანსური მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, ორგანიზაციული ქცევა, სამეწარმეო სამართალი, პროექტების მენეჯმენტი, ინვესტიციები. პროგრამის წლიური გადასახადი 2250 ლარია. თუმცა სტუდენტებს სწავლის სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა აქვთ. ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის კოდია 195 01 01.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო