მარნეულის მერია - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 1 525 მეტრი სიგრძის, ორფენიანი ასფალტის გზის საფარი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 500 000 ლარზე მეტს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მარნეულის მუნიციპალიტეტის 18 სოფელშია დაგეგმილი. პროექტების ჯამური ღირებულება 9 319 859 ლარს შეადგენს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება