რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის მიმდინარეობისას რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებები განიხილეს.

„სახელმწიფო რწმუნებულმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო, ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და ამ კუთხით არსებული პრობლემების აღმოფხვრაზეც იმსჯელა.

მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პროექტების განხორციელებისა და ასევე, საკითხების დროული მოგვარების მიზნით, სამხარეო ადმინისტრაციის და მერიების მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები-ქრისტინა კობახიძე, ბერდია ჩანქსელიანი და ალუდა თუთისანი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება