დევიდ რაფაელ მოსქოუ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო რგოლს მოამზადებს

მსოფლიოში პოპულარული რეალითი შოუს From Scratch-ის პროდიუსერი დევიდ რაფაელ მოსქოუ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო რგოლს მოამზადებს - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, დევიდ რაფაელ მოსქოუ საქართველოს ეწვია. წინანდალში ჰოლივუდის პროდიუსერსა და მსახიობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე წინანდალში შეხვდა.

დეივიდ რაფაელ მოსქოუ ქართულ გასტრონომიას გაეცნო და კახეთში შეფ-მზარეულთან ერთად კერძები მოამზადა.

„საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფება ჰოლივუდის ვარსკვლავი დევიდ რაფაელ მოსქოუ და გადაცემა From Scratch. დევიდ რაფაელ მოსქოუ მოინახულებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და მთელ მსოფლიოს მოუყვება ქართული უნიკალური ტრადიციების, კულტურისა და ღვინის მომზადების 8 ათასწლოვანი ტრადიციის შესახებ. გადაცემა From Scratch აშშ-სთან ერთად 18 ევროპულ ქვეყანას ფარავს. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ქართული გასტრონომიის, ღვინის პოპულარიზაციას და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში და მეტ მოგზაურს ჩამოიყვანს საქართველოში“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს