Webster University Georgia-ში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსი დასრულდა

Webster University Georgia-მ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი ესეების კონკურსი წარმატებით დაასრულა.

მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებმა. საერთო ჯამში კონკურსში 50-მდე ესე იქნა წარმოდგენილი.

კონკურსის ფარგლებში კომპეტენტურმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა შორისაც 1000 ლარიანი საპრიზო ფონდი შემდეგნაირად გადანაწილდა.

  • პირველი ადგილი, მარიამ ჯუღელი, ქალაქ ქუთაისის 41 ფიზიკამათემატიკური სკოლა - 500 ლარი;
  • მეორე ადგილი, ანასტასია კიკაბიძე, ქალაქ თბილისის 55 -ე საჯარო სკოლა - 300 ლარი;
  • მესამე ადგილი, ნიკოლოზ პავლიაშვილი ქალაქ კასპის პირველი საჯარო სკოლა - 200 ლარი.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და სერტიფიკატები უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა ჟიურის წევრებთან ერთად გადასცა.

კონკურსი გამოცხადებული იყო მე-11-მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. მათთვის სამუშაო თემა გახლდათ “ტექნოლოგიები და საზოგადოება: ტექნოლოგიის გავლენა საზოგადოებისა და ადამიანის კეთილდღეობაზე”. კონკურსის პირობების მიხედვით მონაწილეებს ესეს ფორმატში უნდა ემსჯელათ ტექნოლოგიების როლზე თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

Webster University Georgia -ყოველწლიური ესეების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს კრიტიკული და ინოვაციური აზროვნების წახალისებას, ისევე როგორც კვლევისა და წერის უნარების განვითარებას სკოლის მოსწავლეებში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციების, მათ შორის, ამერიკის სავაჭრო პალატის, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, Forbes-ის და სკოლების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ Webster university ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია. 1915 წელს მისურის შტატში დაარსებული უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი საერთაშორისოდ აკრედიტებულ სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებს გთავაზობთ.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო