ჯო ბაიდენმა „დემოკრატ“ კონგრესმენებს განუცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშება

ჯო ბაიდენმა „დემოკრატ“ კონგრესმენებს განუცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშება, - ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ „დემოკრატი“ კონგრესმენებისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ ერთი ამოცანა გვაქვს. დავამარცხოთ დონალდ ტრამპი. ჩვენ „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნულ კონვენციამდე 42 და არჩევნებამდე 119 დღე გვაქვს. კითხვა, თუ როგორ წავიდეთ წინ, უკვე ერთ კვირაზე მეტია კარგად გაჟღერდა და დროა ეს დასრულდეს“, - წერს ჯო ბაიდენი კონგრესმენებს.

ჯო ბაიდენი წერილში აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ გამოთქმულ შეშფოთებას არ უგულებელყოფს, მაგრამ, მისივე თქმით, მან პრაიმერიზში გაიმარჯვა და „დემოკრატიული პარტიის“ ამომრჩევლებმა თავიანთი სიტყვა უკვე თქვეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება