ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი 11 ივლისს იხსნება

11 ივლისს ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი იხსნება - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში, დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა. მათ შორის: 17:00 საათიდან სპორტული ( მინი-ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, ჭიდაობა, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ქვიშის ფრენბურთი) თამაშები, ფერების ფესტივალი, დრამერების მსვლელობა. 20:00 სთ-ზე - ღონისძიებები ჯგუფი „რეგიონის" გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართება.

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, პრესსამსახურის ინფორმაციით, 24:00 საათამდე დამატებითი რეისები დაინიშნება.

გახსნის ღონისძიების მხარდამჭერია: სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია; ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო, აკვაპარკი „ანაკლია" და Anaklia-Ganmukhuri Resort-ი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს