ჯასტინ ტრუდო - ბავშვთა საავადმყოფოზე და იქ მყოფ უდანაშაულო ბავშვებზე დარტყმას გამართლება არ აქვს - ეს საშინელებაა

ბავშვთა საავადმყოფოზე და იქ მყოფ უდანაშაულო ბავშვებზე დარტყმას გამართლება არ აქვს, - ასე ეხმაურება კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

„ეს საშინელებაა. ბავშვთა საავადმყოფოზე და იქ მყოფ უდანაშაულო ბავშვებზე დარტყმას გამართლება არ აქვს“, - წერს ჯასტინ ტრუდო X-ზე.

კანადის პრემიერ-მინისტრმა დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ კანადის ერთგულება ისეთივე ძლიერია, როგორც არასდროს.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 33 ადამიანი დაიღუპა და 136 დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს. კიევში რუსების თავდასხმის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა და 72 დაშავდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება