გია ჯაფარიძე - მინდა მოვუწოდო ყველას: სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობას, პოლიტიკურ პარტიებს, ახლა არის დრო ერთიანობის - ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ჩვენ ერთიანობა გადაგვარჩენს

მინდა მოვუწოდო ყველას: სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობას, პოლიტიკურ პარტიებს, ახლა არის დრო ერთიანობის. ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ჩვენ ერთიანობა გადაგვარჩენს , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, „ერთიანობა" პლატფორმის წარდგენაზე განაცხადა.

გია ჯაფარიძის განმარტებით, საპარლამენტო არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, რადგან ეს არჩევნები წყვეტს, საქართველო დარჩება, როგორც თავისუფალი ქვეყანა თუ არა.

„საქართველო დღეს ისტორიულ გზაჯვარედინზე იმყოფება. ჩვენ ან გადავრჩებით, ან დავკარგავთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ჩვენ გვაქვს არჩევანი, ან გავხდებით მშვიდობის, კეთილდღეობის, სტაბილური განვითარების, სამართლიანობის, სოციალური დაცულობის სივრცის ნაწილი, ან ჩვენ ვერ ვიქნებით. როდესაც ჩემს ქვეყანას უდგას ასეთი არჩევანი, რთული იყო დავრჩენილიყავი სახლში. გადავწყვიტე, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა, შეიძლება გამოადგეს ჩემს ქვეყანას.

მგონია, რომ დღეს ალტერნატივა არ აქვს ერთიანობას. აქედან მინდა მოვუწოდო ყველას: სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობას, პოლიტიკურ პარტიებს, ახლა არის დრო ერთიანობის. ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ჩვენ ერთიანობა გადაგვარჩენს. ჩვენ გვაქვს საკმარისი გამოცდილება, რწმენა გამარჯვების. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მახარეს არის სიმართლე და ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. ჩვენ გვჭირდება ორგანიზებულობა იმიტომ, რომ ორგანიზებულობა იგებს არჩევნებს. ეს არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არჩევნები წყვეტს, საქართველო დარჩება, როგორც თავისუფალი ქვეყანა თუ არ დარჩება. ასეთი ისტორიული მომენტის დროს ყველანი უნდა გავერთიანდეთ“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს