ნაბილა მასრალი - სამოქალაქო პირებსა და ობიექტებზე წინასწარგანზრახული თავდასხმები შეიძლება ომის დანაშაულს წარმოადგენდეს - ამ სისასტიკეების ჩამდენებისა და თანამზრახველების პასუხისგებაში მიცემა მოხდება

სამოქალაქო პირებსა და სამოქალაქო ობიექტებზე წინასწარგანზრახული თავდასხმები, რომლებიც სამხედრო სამიზნეები არ არიან, შეიძლება ომის დანაშაულს წარმოადგენდეს და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყოს, - რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შესახებ განცხადებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი ავრცელებს.

„სამოქალაქო პირებსა და სამოქალაქო ობიექტებზე წინასწარგანზრახული თავდასხმები, რომლებიც სამხედრო სამიზნეები არ არიან, შეიძლება ომის დანაშაულს წარმოადგენდეს და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყოს. ეს და სხვა სამხედრო დანაშაულები საერთაშორისო გამოძიებას ექვემდებარება, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. რუსეთის ხელმძღვანელობის, ყველა მეთაურის, ამ სისასტიკეების ჩამდენებისა და თანამზრახველების პასუხისგებაში მიცემა მოხდება“, - აცხადებს ნაბილა მასრალი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, საავადმყოფოები განსაკუთრებული დაცვით სარგებლობენ და ბავშვები ლეგიტიმური სამიზნეები ვერასდროს იქნებიან.

„უკრაინის ბავშვთა მედიცინისა და ბავშვთა კიბოს მკურნალობის სიმბოლოს, „ოხმატდიტის“ მიზანში ამოღებით და ბავშვებზე თავდასხმით, რომლებიც ყველაზე დაუცველები არიან, რუსეთი კიდევ ერთხელ ავლენს თავის სისასტიკეს და იმას, რომ მშვიდობისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ აბსოლუტურად არაგულწრფელია“, - ნათქვამია განცხადებაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია