გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელშიც შედიოდა საბრძოლო მასალა, რადარები და უპილოტო საფრენი აპარატები.

გერმანიის დახმარების განახლებული სია გამოქვეყნებულია გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებგვერდზე, სადაც აღნიშნულია, რომ იარაღის მიწოდება ხდება როგორც ბუნდესვერის მარაგებიდან, ასევე სამთავრობო იარაღის პროგრამით დაფინანსებული მიწოდების გზით.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავდა : საბრძოლო მასალას Leopard 1-ის საბრძოლო ტანკებისთვის, Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემას სათადარიგო ნაწილებით და რაკეტებით, ორ საჰაერო სათვალთვალო რადარს - TRML-4D-ს, 9 000 ვაზნას GEPARD-ისთვის, 155 მმ კალიბრის 55 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და 40 მმ კალიბრის 58 000 ტყვიას, 30 სადაზვერვო დრონს, WISENT 1 ტიპის 4 ჯავშანტექნიკას სათადარიგო ნაწილებით და სხვა საბრძოლო მასალას და აღჭურვილობას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს