კიევში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს

კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 9 ივლისის დილის მდგომარეობით, დაშავებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს.

„კიევზე მტრის გუშინდელი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 27 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა 117, გადარჩა 7 ადამიანი. 3 ლოკაციაზე შედეგების ლიკვიდაცია ამ დრომდე გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 377 მაშველი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის 76 ერთეული ტექნიკა“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, კიევში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება