საგარო საქმეთა სამინისტრო - შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს

საქართველოს ევროინტეგრაციასთან მიმართებით შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაკეთდა - შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ევროკავშირის გაფართოების ნაწილში, სტრატეგია საქართველოსთან მიმართებით მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს. კერძოდ, ჩანაწერის თანახმად, „ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა დაასრულოს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია“.

„ევროკავშირის გაფართოება წარმოადგენს ინვესტიციას მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნულია შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ქვეყნებისთვის სტრატეგიული დახმარების გაწევის გზით, შვედეთი გაფართოების პროცესში მამოძრავებელი ძალის როლს ასრულებს.

„აღნიშნული ქვეყნებისთვის სტრატეგიული დახმარების გზით, შვედეთი გაფართოების პროცესის მამოძრავებელი ძალაა. ის ასევე ხელს უწყობს ურთიერთობების განმტკიცებას ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოს ქვეყნებთან“, - ნათქვამია შვედეთის უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში, რომლის მიზნებიც 2030 წლამდე უნდა შესრულდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს