პაველ ჰერჩინსკი - დღევანდელი მდგომარეობით, ვერ წარმომიდგენია საქართველო წელს წინ წავიდეს - ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაეყინათ გაწევრიანების პროცესი და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განმარტებას ელოდებიან

ყველა კანდიდატ ქვეყანასთან დაკავშირებით ოქტომბერში გამოქვეყნდება გაფართოების ანგარიში და ევროკავშირის ლიდერები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა თბილისში, სადაც ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ - მიმდინარეობს.

ელჩის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით საქართველო გაწევრიანების პროცესის შემდგომ საფეხურზე გადასვლას ვერ მოახერხებს.

„დღევანდელი მდგომარეობით, ვერ წარმომიდგენია საქართველო წელს წინ წავიდეს, შემდგომ საფეხურზე გადავიდეს სწორედ იმიტომ, რომ ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაეყინათ საქართველოს გაწევრიანების პროცესი და ისინი ელოდებიან განმარტებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“, - აღნიშნა ელჩმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი