ივერთუბანში წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები მოეწყო

ივერთუბნის დასახლების 32 მისამართზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები მოეწყო.

აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განმარტა, აღნიშნულ ქსელზე 1 000-მდე მოსახლე დაერთდა.

„დაპირებისამებრ, განვაგრძობთ დედაქალაქში წყალარინების ქსელების მოწყობას. ამ მიმართულებით გვაქვს მთელი რიგი პრობლემები, რადგან არის უბნები, სადაც არანაირი კომუნიკაციები არ არსებობს. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ამჯერად, დავასრულეთ ივერთუბნის დასახლების 32 მისამართზე წყალარინების და სანიაღვრე ქსელების მოწყობა, რომელზეც 1 000-მდე მოსახლე დაერთდა. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო ივერთუბანში, დიდი კერძო დასახლებაა, სადაც არ არსებობდა არანაირი კომუნიკაციები და ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო. ამავე დასახლებაში, წყალარინების ქსელის გამართული მუშაობისთვის, ორი წლის წინ სატუმბი სადგური მოეწყო, რაც ასევე მნიშვნელოვანი პროექტი იყო ადგილობრივებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე ახალი საკომუნიკაციო ქსელებით სარგებლობს.

ამასთან, მთავრობის სხდომაზე მერმა ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ სხვა პროექტებზეც ისაუბრა.

„ამ დროისთვის, სამუშაოები გლდანის რაიონში მუხიანის აგარაკებზე და კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლებაში, რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში, წყალარინების ქსელების მოწყობას სოფელ დიღომში განვაახლებთ, სადაც სამუშაოები რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და მოსახლეობის ნაწილი ცენტრალურ ქსელზე დავაერთეთ. წელს სოფელ დიღომში სამუშაოები იგეგმება დავით სარაჯიშვილისა და მის მიმდებარე ქუჩებზე. აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 700 000 ლარით დაფინანსდება. ასევე, მოსახლეობის თხოვნით, ანალოგიური სამუშაოები ჩუღურეთის რაიონში, გუმათის ქუჩაზე უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება