კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველო ევროპას კიდევ უფრო დაშორდება, ეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის რისკებს შექმნის - ქვეყნის მომავალი საფრთხის წინაშე დადგა

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის შეფასებით, თუ საქართველო ევროპას კიდევ უფრო დაშორდება, ეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის რისკებს შექმნის.

გოგოლაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის სრულიად ნათელია ის ვითარება, რაც საქართველოშია.

„არაფერია დამალული, რასაც აქამდეც აცხადებდა ევროკავშირის ხელმძღვანელობა, ყველა ინსტიტუტი, ის ხდება, ურთიერთობები დაბალ დონეზე ჩამოდის. მკაფიო ერთადერთი მიმართულებაა, საქართველო ნამდვილად არ დაიწყებს წელს ევროკავშირთან მოლაპარაკებას. გაისად ვნახავთ, რას იზამს. არაფერი ბუნდოვანი და გაუგებარი არ არის, თუ ჩვენ ვასრულებთ ევროკავშირის მოთხოვნებს, მივდივართ წინ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, არ ვასრულებთ და პირიქით, საწინააღმდეგო მიმართულებით მივდივართ. ეს სცენარი, რომელშიც აღმოვჩნდით, სასურველი სცენარი არის ხალხისთვის და ქვეყნისთვის. ამას შეიძლება მოჰყვეს ბევრად უფრო დიდი რისკების განვითარება, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტში. აქ საუბარია მოკლევადიან და გრძელვადიან რისკებზე. გრძელვადიანი რისკები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. ამის გარდა, ქვეყნის სტაბილურობა, ინვესტიციები, ქვეყნის ღიაობა, მის მიმართ ნდობა სხვა პარტნიორებისგან. მთლიანობაში საქართველოს მომავალი მნიშვნელოვანწილად დადგა საფრთხის წინაშე", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება