წყალმომარაგების სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები - gwp-ის წარმომადგენლები „ეკონომიკური ფორუმის“ მეთხუთმეტე დისკუსიაში მონაწილეობდნენ

„ჯივიპის“ გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა და აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ მონაწილეობა მიიღეს „ეკონომიკური ფორუმის“ მეთხუთმეტე დისკუსიაში, რომელიც წყალმომარაგების სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ეხებოდა.

ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

ფორუმზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა უმსხვილესი დარგობრივი ინვესტორის, Aquaila-ს საქართველოში ოპერირების მიზნებსა და „ჯივიპიში“ ევროპული სტანდარტების დანერგვაზე ისაუბრა.

ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს.

„თბილისში, მცხეთასა და რუსთავში, სადაც „ჯივიპი“ ოპერირებს 3 წლის განმავლობაში 400 მლნ ლარამდე ინვესტიცია ხორციელდება, რამაც მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ქსელზე ავარიების რაოდენობა“, - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.

„ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორის გიგა ნადირაძის განცხადებით კი, „ეკონომიკურ ფორუმზე საუბარი იყო წყალმომარაგების სექტორში არსებულ გამოწვევებზე და იმ საინვესტიციო მიდგომებზე, რომელიც კომპანიებს აქვთ“.

„2024-2026 წლებში „ჯივიპი“ 363 მლნ ლარის საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს, რომელიც სრულად მოხმარდება თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების სერვისის გაუმჯობესებას“, - განაცხადა „ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება