გიორგი ვაშაძე - თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი დაფინანსების გაყინვა ევროკავშირისგან მკაფიო გზავნილია: „გინდათ ჩვენთან ინტეგრაცია? 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ სახით სირცხვილი ჩამოირეცხეთ“

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების გაყინვა „მკაფიო გზავნილია“.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების განცხადებებზე დასავლეთს ობიექტური ქმედებები აქვს.

„ძალიან მკაფიო გზავნილია ევროპიდან და ამერიკიდან, ჩვენი პარტნიორების მხრიდან. გინდათ ჩვენთან ინტეგრაცია? 26 ოქტომბერს სირცხვილი ჩამოირეცხეთ „ქართული ოცნების“ სახით და ყველაფერი იქნება. თუ მტრად აცხადებ, ამბობ, რომ ომი უნდათ და ა.შ. ათასს სისულელეს აბრალებ, ასევე შეთქმულების თეორიებს აბრალებ, ობიექტურია მათი მხრიდან მოქმედება. მე ვწუხვარ ამას, არ მიხარია, მაგრამ იცოდეთ, რომ 27 ოქტომბერს აღდგება 30 მილიონი, ამის გარანტიას გაძლევთ „ერთიანობის“ გამარჯვებასთან ერთად და ამას ვიზეიმებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განაცხადებთ, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა.

მისივე თქმით, „ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც". "ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ“, - აღნიშნა ელჩმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება