ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების შენარჩუნება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩათვალა, ძალაუფლებას რუსეთისკენ შეტრიალებით და ევროპისათვის ზურგის შექცევით უფრო შეინარჩუნებს - ეს არის ძალიან სახიფათო და საშიში!

„ქართული ოცნებისთვის" ხელისუფლების შენარჩუნება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩათვალა, ძალაუფლებას რუსეთისკენ შეტრიალებით და ევროპისათვის ზურგის შექცევით უფრო შეინარჩუნებს - ეს არის ძალიან სახიფათო და ძალიან საშიში! - ეს განცხადება მედიასთან "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა ხათუნა სამნიძემ გააკეთა.

სამნიძის შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" ძალა არ დაიშურა იმისთვის, რომ ანტიდასავლური კამპანია ეწარმოებინა და საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინისა და მოლდოვისგან გამოეცალკევებინა.

მისი თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება.

"ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან სახიფათოა, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები დახმარების სხვადასხვა ინსტრუმენტის შეჩერებით, გვაჩვენებს, რომ არ აპირებს გვერდით დაუდგეს ხელისუფლებას, რომელიც ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა.

ბიუჯეტის სერიოზული ნაწილი დასავლურ დახმარებებზეა დამოკიდებული და ასეთ ვითარებაში ხელისუფლება პარტნიორებს არ უნდა ესხმოდეს თავს.

როდესაც ხელისუფლება ღია ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა, ბუნებრივია, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომლებიც წლებია ამ ქვეყანას უდგანან გვერდით და ქვეყნის მიტოვებას არ აპირებენ, თავიანთ დახმარებას სწორედ იმ სექტორებზე მიმართავენ, ვის წინააღმდეგაც ბარიერების გამოყენებას ხელისუფლება არ იშურებს. ხელისუფლება თავს ესხმის როგორც არასამთავრობო სექტორს, ასევე მედიასა და ოპოზიციას. ამ ვითარებაში ჩვენი მეგობრები, რომლებიც ქვეყანას გვერდით უდგანან, არასამთავრობო სექტორსა და მედიას გაძლიერებაში დაეხმარებიან", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. როგორც ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება