ხათუნა სამნიძე - ვფიქრობ, „რესპუბლიკური პარტია“ ჩართული იქნება მეორე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ფარგლებში განიხილება „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „გირჩი“

ძალიან მალე გახდება ცნობილი, სად, რომელ პოლიტიკურ ცენტრში იქნება „რესპუბლიკური პარტია“ - ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ჩართული ვიქნებით მეორე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ფარგლებში განიხილება „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „გირჩი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განუცხადა.

სამნიძის ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როგორი იქნება საბოლოო კონფიგურაცია.

"დაიწყო მოლაპარაკებები, რა პროცესშიც "რესპუბლიკური პარტიის" სახელით ვერთვები. ჩავერთვები საარჩევნო პროცესში, დავგეგმავთ კამპანიას. ძალიან მალე გახდება ცნობილი თუ სად, რომელ პოლიტიკურ ცენტრში იქნება "რესპუბლიკური პარტია", - აღნიშნა სამნიძემ, რომელიც რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას დაუბრუნდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება